მომსახურების პირობები
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე შეთანხმების პირობებს. ვებ-გვერდის thetoyshop.ge - ს ნებისმიერი მომსახურებით სარგებლობისას, თქვენ თანხმობას აცხადებთ ჩვენი მომსახურების პირობებზე.
ჩვენი მომსახურება :
კომპანია „The Toy Shop“ არის ონლაინ მაღაზია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს ამავე ვებ-გვერდის thetoyshop.ge, Facebook და Instagram - ის საშუალებით შეიძინოს წარმოდგენილი პროდუქცია და მიიღოს მომსახურება.
თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტი, რომელიც თქვენს სამომხმარებლო კალათში აღმოჩნდება, შესყიდვის ოპერაციის განხორციელებამდე არ იქნება დაზღვეული იმ რისკისგან, რომ ვებ გვერდზე ან სოციალურ ქსელებში სხვა მომხმარებელი არ დაგასწრებთ და არ შეიძენს ამავე ნივთს, ამიტომ გირჩევთ დროულად განახორციელოთ შესყიდვის ოპერაცია.